არხების მკურნალობა ანუ ენდოდონტია კლინიკა დენტალ ცენტრში ტარდება უმაღლესი ხარისხის აპარატურითა და მასალით.
პროცესი არის:
ენდოდონტიური მკურნალობა ხორციელდება კარიესის, პულპიტის ( ნერვის ანთების), პერიოდონტიტის და კბილის ტრავმის ( მოტეხილობის) დროს.
ღრმა კარიესის დროს ხშირად კბილის ქსოვილები იმდენად ღრმადაა დაზიანებული, რომ კბილის არხში არსებულ ნერვამდეც კი აღწევს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია არხის მკურნალობა.
პულპიტი- კბილის ნერვის ანთებაა და ხასიათდება მწვავე, შეტევითი ხასიათის ტკივილით. ტკივილი უეცრად იწყება და გაუსაძლისია. ამ დროს აუცილებელია არხის მკურნალობა.
პერიოდონტიტი – კბილის ფესვის მწვერვალზე განვითარებული ანთებაა და ხასიათდება ყრუ ხასიათის მუდმივი ტკივილით. ტკივილი მატულობს კბილის კბილზე დაჭერისას. ამ დროსაც აუცილებელია არხის მკურნალობა.
©Dental Center - 2024 - All rights resereved