ქიმიური გათეთრება მიმდინარეობს ექიმის შერჩეული გელით, ინდივიდუალურად დამზადებული კაპის მეშვეობით. ექიმის მიერაა განსაზღვრული გამათეთრებელი საშუალების პროცენტობა, გამოყენების დრო და სიხშირე. საშუალოდ ამ ტიპის გათეთრებას სჭირდება 5-10 დღე. პროცესს შესაძლოა მოყვეს კბილის მგრძნობელობის მატება, რომლის დარეგულირება შესაძლებელია ექიმის მიერ დანიშნული მგრძნობელობის დამაქვეითებელი საშუალებებით.