Mon-Fri: 8 AM-8 PM

599 93 24 07

ბახტრიონის 26

სხვა სერვისები
tooth

ქირურგია. ყბა სახის ქირურგია

tooth

პაროდონტოლოგია

tooth

ორთოპედიული სტომატოლოგია

tooth

ორთოდონტია

tooth

ლაზერული ეპილაცია

tooth

კოსმეტოლოგია

tooth

იმპლანტაცია

tooth

თერაპიული სტომატოლოგია

tooth

ესთეტიკური სტომატოლოგია

tooth

დენტალური რადიოგრაფია

tooth

ბავშვთა სტომატოლოგია

დაგვიკავშირდით
ახლავე
წმენდა

კოსმეტოლოგია

სახის წმენდა

სახის კანის წმენდა, თავის მოვლის რუტინის პირველ საფეხურად და ანა-ბანად შეგვიძლია მოვნათლოთ, ვინაიდან შეუძლებელია, ადამიანი, რომელიც საკუთარ გარეგნობასა და სილამაზეზე ზრუნავს, პირველ რიგში, სახის კანის წმენდას არ იტარებდეს. ესაა ის, რის გარეშეც აზრს კარგავს ყველაზე ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებები და ესთეტიკური პროცედურებიც კი. პირდაპირ და შეულამაზებლად რომ გითხრათ, სულ ტყუილად ხარჯავთ სოლიდურ თანხებს ათასნაირ კრემებსა თუ შრატებში, გელებსა თუ ნიღბებში, თუკი სახის წმენდას არ იტარებთ და კანს მკვდარი უჯრედების, მაკიაჟის ნარჩენების, მტვრისა და იმ ათასგვარი ჭუჭყისაგან არ ასუფთავებთ, რაც მასზე წლების განმავლობაში გროვდება, ფორებს ავსებს, აფართოებს, გამონაყარისა და ნაოჭებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის და ყოველდღიურად აუშნოებს.

კიდევ უფრო მეტი სიმარტივისა და პირდაპირობისთვის – ესაა ის, რასაც ვერავინ ავარიდებთ თავს, თუკი საკუთარი გარეგნობა, კანის სიჯანსაღე და იერი გვაწუხებს. თუკი არ გვინდა კანი ნაადრევად დანაოჭებულად, მოშვებულად, არაჯანსაღად გამოიყურებოდეს და მასზე, ყოველდღიურად, გამონაყარის სახით ახალ-ახალი „სიურპრიზები“ გვხვდებოდეს.

არსებოს რამდენიმე მეთოდი კანის გასუფთავების:

1)მექანიკური

2)აპარატული

3)ქიმიური წმენდა

მექანიკური – გულისხმობს კანის ხელით დამუშავებას, პაციენტს აქვს გარკვეული დისკომფორტი და კანიც მეტად ღიზიანდება, მაგრამ ეს მეთოდი ზოგჯერ შეუცვლელია.

აპარატული წმენდა გულისხმობს კანზე სპეციალური აპარატის დახმარებით ზემოქმედებას.

მისი საშუალებით ხდება კანის წმენდა, გასუფთავება.

საჭიროების მიხედვით ტარდება: ვაკუუმ წმენდა, ულტრაბგერითი სკრაბი, მიკროდერმაბრაზია, ფონოფორები, ბრაშინგი.

აპარატურული წმენდა დამზოგავი მეთოდია, ნაკლებად ტრავმირდება კანი.

ქიმიური წმენდა კი გულისხმობს ქიმიური ნაერთებით კანის ზედაპირზე მოქმედებას. კანის ზედა ფენის მოცილებას, ხდება კოლაგენისა და ალესტინის გამომუშავების სტიმულაცია.

მიზანშეწონილია 15 წლის ასაკიდან, 2-4 თვეში ერთხელ.

ცხიმოვანი საცობების არსებობისას კამედონებიანი, ცხიმოვანი, ფოროვანი, აკნეს და პოსტაკნეს მდგომარეობის მიხედვით, ექიმი ინდივიდუალურად შეარჩევს რომელი მეთოდითაა რეკომენდირებული სახის წმენდა.

 

სხვა სერვისები ამ კატეგორიიდან

კატეგორია: კოსმეტოლოგია

პილინგი

კოსმეტოლოგია

პილინგი

გაიგე მეტი

ბიორევიტალიზაცია

კოსმეტოლოგია

პლაზმოლიფტინგი

გაიგე მეტი

ფილერები

კოსმეტოლოგია

ფილერები

გაიგე მეტი

ბოტოქსი

კოსმეტოლოგია

ბოტოქსი

გაიგე მეტი

ბიორევიტალიზაცია

კოსმეტოლოგია

ბიორევიტალიზაცია

გაიგე მეტი

მეზო

კოსმეტოლოგია

მეზოთერაპია

გაიგე მეტი